პრემიერ-მინისტრი ვიზიტი ბრიუსელში

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილი შეხვედრებს დღეიდან გამართავს. დაგეგმილია მოლაპარაკებები ნატო-ს გენერალურ მდივანთან. ასევე ჩანიშნულია შეხვედრები ევროპულ საბჭოში. საუბრის მთავარი თემები საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი იქნება. ასევე იმსჯელებენ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების საკითხზე.