პრემიერ-მინისტრი შიდა ქართლში იმყოფებოდა

დღეს დილიდან პრემიერ-მინისტრი შიდა ქართლში იმყოფებოდა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს სახელმწიფოს ხედვას აცნობდა, ასევე მათი პრობლემების შესახებ ინფორმაციას იღებდა. პირველი შეხვედრა მთავრობის მეთაურმა პედაგოგებთან გამართა.

გიორგი გახარიამ განათლების სისტემის რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა. პედაგოგების შემდეგ, პრემიერ-მინისტრი მედიკოსებს შეხვდა და სამედიცინო სფეროში არსებული პრობლემებით დაინტერესდა. გიორგი გახარიას თქმით, სახელმწიფოს სოციალურ ნაწილში საკმაოდ სერიოზული ვალდებულებები და წინგადადგმული ნაბიჯები აქვს, როგორც პედაგოგების, ასევე ექიმების ნაწილში.

დღესვე მთავრობის მეთაური სპორტსმენებს შეხვდა და განაცხადა, რომ დიდი ქვეყნები ვერ იამაყებენ იმდენი წარმატებული სპორტსმენით, რამდენიც საქართველოს ჰყავს. შიდა ქართლში შეხვედრები პრემიერმა ფერმერებთან შეხვედრით დაასრულა.

 

დატოვე კომენტარი