პრემიერ-მინისტრი სამცხე-ჯავახეთში

21:33, 12.09.2025

ბორჯომის ისტორიულ პარკში მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. გეგმაშია ტერიტორიის სრულად განახლება, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ბორჯომის ყოფილი ქარხნის რესტავრაცია და საბავშვო, სპორტული და გასართობი სივრცეების მოწყობა. მიმდინარე სამუშაოები პრემიერმა დაათვალიერა. მთავრობის მეთაური კომპანია „ბორჯომის“ ახალი საწარმოს პრეზენტაციასაც დაესწრო. ქართული მინერალური წყლის 135-წლიანი ისტორია თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი ახალი ქარხნით გრძელდება, რომელიც ყვიბისში მდებარეობს. მოლოდინია, რომ წყლის ჩამოსხმის თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვილი საწარმო ბრენდის პოზიციონირებას საერთაშორისო ბაზარზე კიდევ უფრო გააძლიერებს.

მსგავსი