საქართველოს პრემიერ-მინისტრი რომის პაპს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხვალ რომის პაპს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ირაკლი კობახიძის შეხვედრა წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივანთან, კარდინალ პიეტრო პაროლინისთანაც. საქართველოს მთავრობის მეთაური ვატიკანს დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ლევან ჟორჟოლიანი არიან.