პრემიერ-მინისტრი ქუთაისში 

21:40, 16.09.2025

ტექნოლოგიური ჰაბი, ქუთაისის აეროპორტის განვითარების გეგმა და სხვა პროექტები – პრემიერი იმერეთის რეგიონში მიმდინარე, დაგეგმილ და დასრულებულ პროექტებს პირადად გაეცნო.

ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე  უკვე დასრულდა საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამის კორპუსებში ბინები 700-ზე მეტ დევნილ ოჯახს გადასცეს. მთავრობის ხელმძღვანელი პარლამენტის ძველ შენობაშიც იმყოფებოდა და არსებული ინფრასტრუქტურის ტექნოლოგიურ ჰაბად გარდაქმნის გეგმაზე დეტალური ინფორმაცია მიიღო. დაანონსდა არაერთი პროექტი, რომელიც იმერეთის რეგიონში უახლოეს მომავალში უნდა განხორციელდეს.

მსგავსი