პრემიერ-მინისტრი პარლამენტში

ინტერპელაციის ფორმატში ხვალ პრემიერს პარლამენტში ელოდებიან. წინასწარ მომზადებული ათი შეკითხვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ მთავრობის ადმინისტრაციას უკვე გადაუგზვნეს. კითხვების შინაარსი ეკონომიკური და სოციალური ხასიათისაა. როგორ ფორმატში წარიმართება პრემიერის მოსმენა, ხვალ დილით ბიუროს სხდომაზე გადაწყდება.