აეროპორტების გაერთიანება IATA-ს სასწავლო პარტნიორი გახდა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება რეგიონში საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის „აიტას“ პირველი ოფიციალური სასწავლო პარტნიორი გახდა. შედეგად აეროპორტების გაერთიანების აკადემია მსოფლიოში აღიარებულ სასწავლო ცენტრებისა და აკრედიტებული რეგიონული პარტნიორების ქსელს შეუერთდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველ სპეციალისტებსა და ავიაციით დაინტერესებულ პირებს მაღალი სტანდარტის საავიაციო განათლების მისაღებად საზღვარგარეთ გამგზავრება აღარ მოუწევთ. აკადემიას უფლება ეძლევა, საერთაშორისო ასოციაციის ოფიციალური სასწავლო პროგრამები საქართველოში დანერგოს და საერთაშორისო დონეზე აღიარებული სერტიფიკატები გასცეს.
„აიტა” მსოლფიოს მასშტაბით 380 -ზე მეტ ავიაკომპანიას აერთიანებს და გლობალური საჰაერო მიმოსვლის დაახლოებთ 85 %-ს არეგულირებს.