პრემიერ-მინისტრი პარლამენტში

პარლამენტი მწვავე პოლიტიკური დაპირისპირების ეპიცენტრად იქცა.

ხუთი თვის შემდეგ პრემიერი საკანონმდებლო ორგანოში მივიდა. დებატების მთავარი თემა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იყო. რას აკეთებს ხელისუფლება ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად და როგორია პროგნოზი – ეს იყო რვა ოპოზიციონერი დეპუტატის მხრიდან ინტერპელაციის წესით გაგზავნილი მთავარი კითხვა. მთავრობის მეთაურმა ოპონენტები კანდიდატის სტატუსის პერსპექტივის ხელოვნურად დაბლოკვაში დღეს ტრიბუნიდან არაერთხელ დაადანაშაულა, შემაჯამებელი განცხადება კი ოპტიმისტური გზავნილით დაასრულა. ირაკლი ღარიბაშვილმა მმართველი გუნდის მხრიდან ევროკომისიის ყველა პუნქტის შესრულების პირობა დადო და იქვე დასძინა, რომ სტატუსის მისანიჭებლად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა საჭირო. პოლარიზაციის შემცირებისკენ მოწოდებასთან ერთად პრემიერი არც ოპოზიციის ნაწილის მწვავე კრიტიკას მორიდებია. დასუსტებული, დეგრადირებული და დაქსაქსული – ასე დაახასიათა პრემიერ-მინისტრმა დღევანდელი ოპოზიციური სპექტრი.

თეონა მანაგაძემ მოისმინა შემაჯამებელი გამოსვლის მთავარი აქცენტები და რეაქციები.