პარიზის მშვიდობის ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილი დღეს სიტყვით გამოვა – ღონისძიებაზე ის მთავარი მომხსენებელი იქნება. საქართველოს პრემიერი თემატურ პანელზე სომეხ კოლეგასთან ერთად წარდგება. წინასწარ ცნობილია, რომ ისაუბრებენ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება და რა როლი უნდა შეასრულოს ამ პროცესში საქართველომ. ფორუმს დაესწრება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ასევე ერთ-ერთი მომხსენებელია.
სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.