პრემიერ-მინისტრი – ოპოზიციას კამპანია აქვს გაჩაღებული, როგორ უნდა ჩააბაროს საქართველომ აფხაზეთი რუსეთს
ოპოზიციას კამპანია აქვს გაჩაღებული, როგორ უნდა ჩააბაროს საქართველომ აფხაზეთი რუსეთს. ეს კიდევ ერთი განცხადებაა, რომელიც ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მან ოპოზიციას პატრიოტიზმი დაუწუნა და აღნიშნა, რომ კონკრეტულ ქმედებებს ამასთან საერთო არაფერი აქვს. პრემიერი ბოლო დღეებში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მხრიდან აფხაზეთის ომისა და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.