პრემიერის მიმართვა მსოფლიო მთავრობათა სამიტის მონაწილეებს – სამიტი, რომელიც დუბაიში იმართება, ორდღიანია.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, რთული გეოპოლიტიკური გარემოს მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება ერთგული რჩება ეკონომიკური ზრდის, სოციალური თანასწორობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პრინციპებისადმი. ირაკლი კობახიძე ხაზს უსვამს, რომ მათი ერთგულება ძლიერი და კონკურენტუნარიანი ეკონომიკის ხელშეწყობისადმი არა მხოლოდ ქვეყნის შიდა განვითარებას უწყობს ხელს, არამედ ქმნის საფუძველს საერთაშორისო პარტნიორობის გაფართოებისთვის.
სალომე ქოქიაშვილი აშუქებს მსოფლიო მთავრობათა სამიტს, რომელსაც 140-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია ესწრება.