მსოფლიო მთავრობათა სამიტის მონაწილეებს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით მიმართავს. დუბაიში ირაკლი კობახიძე საქართველოს მთავრობის დელეგაციასთან ერთად იმყოფება. სამიტს 140-ზე მეტი ქვეყნის მაღალი დონის დელეგაცია ესწრება, მათ შორის 30-ზე მეტი მთავრობის მეთაურია.