პრემიერ-მინისტრი კოსმოსის საერთაშორისო სამიტზე
კოსმოსის პირველი საერთაშორისო სამიტი დასრულებულია.
ორი დღის განმავლობაში საფრანგეთი 90-ზე მეტი ქვეყნის ლიდერების შეკრების ადგილი იყო. მათ შორის პარიზში ემანუელ მაკრონის მიწვევით იმყოფებოდა საქართველოს პრემიერი ირაკლი კობახიძე.
სამიტის მთავარი თემა კოსმოსური ინდუსტრიის შესაძლებლობები და კოსმოსში ევროპის სტრატეგიული დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის უზრუნველყოფა იყო. ყურადღება გამახვილდა შესაბამისი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე. შემუშავდა კოსმოსის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული 50-მდე დოკუმენტი, მათ შორის სამ დეკლარაციას საქართველო შეუერთდა. საერთაშორისო ფორმატი ქართულმა მხარემ ევროპელ ლიდერებთან პირდაპირი კომუნიკაციისთვისაც გამოიყენა – ირაკლი კობახიძემ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები რამდენიმე ქვეყნის პირველ პირთან განიხილა.
რა შედეგებით ბრუნდება ქართული დელეგაცია პარიზიდან – ორდღიან სამიტს თამარ წიკლაური შეაჯამებს.