პრემიერ-მინისტრი კახეთში
მიმდინარე და უკვე დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს პრემიერი ამჯერად კახეთში გაეცნო.
ყურძნის კრეფის აქტიური სეზონის გათვალისწინებით, ირაკლი კობახიძე რთველის მიმდინარეობით დაინტერესდა. წელს რეგიონში 250 ათასამდე ტონა ყურძნის მოსავალს ელოდებიან. ავტობანის სამშენებლო სამუშაოები, კულინარიული კოლეჯი, ღვინის ახალი ქარხანა და პროექტი, რომელიც კახეთში ცნობილი ევროპული ბრენდის, კონიაკის წარმოებას ითვალისწინებს. პრემიერმა მიმდინარე პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მიიღო.