პრემიერ-მინისტრი ჯეფრი საქსს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორ ჯეფრი საქსს შეხვდა, რომელიც საქართველოში იმყოფება. საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს, საქართველოს საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალს, ასევე სხვადასხვა მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს. აღინიშნა საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის თვალსაზრისით. შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ლევან ჟორჟოლიანი დაესწრნენ.