პრემიერ-მინისტრი იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი იურიდიული დახმარების სამსახურის ახალდანიშნულ დირექტორს, ოთარ ჩახუნაშვილს შეხვდა. მან ირაკლი კობახიძეს სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და პრიორიტეტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. აღინიშნა, რომ იურიდიული დახმარების სამსახური მოქალაქეებისთვის უფასო სამართლებრივი დახმარების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.