პრემიერ-მინისტრი იმერეთში

„საქართველო ავიამიმოსვლის გახსნაზე მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებს ევროკავშირის ქვეყნებთან“ – ეს განცხადება საქართველოს პრემიერმა ქუთაისის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ  ჟურნალისტებთან გააკეთა. გიორგი გახარიას თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს გერმანიასთან, საფრაგეთთან და  ბალტიის ქვეყნებთან. დღესვე, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველო ჯერჯერობით არ აპირებს სახმელეთო საზღვრების გახსნას, თუმცა,  ეს ხელს არ უშლის არც საქართველოს მოქალაქეებს შემოსვლას და არც ტვირთების გადატანას.