პრემიერ-მინისტრი გაერო-ს კონფერენციაზე

12:05, 05.08.2025

საქართველოს პრემიერი თურქმენეთში, ქალაქ ავაზაში, გაერო-ს კონფერენციაში მონაწილეობს. ირაკლი კობახიძე კონფერენციაზე დღეს სიტყვით გამოვა. მანამდე კი მთავრობის მეთაური კონფერენციის ოფიციალურ გახსნას დაესწრო, რომლის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს თურქმენეთის პრეზიდენტმა და გაერო-ს გენერალურმა მდივანმა. გაერო-ს კონფერენციის გახსნამდე კი სამიტის მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერებს სიტყვით მიმართა თურქმენეთის ეროვნულმა ლიდერმა, სახალხო საბჭოს თავმჯდომარე გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა. ოფიციალურ ღონისძიებას ავაზას კონგრესცენტრში საქართველოს პრემიერი დელეგაციასთან ერთად დაესწრო.

სალომე ქოქიაშვილი აშუქებს ვიზიტს.

მსგავსი