პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა. ირაკლი კობახიძე შეკრებილებს 24 სექტემბერს მიმართავს. მანამდე კი ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობს „მრავალმხრივი პარტნიორობის“ სამიტში და ფინეთის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში, რომელიც მშვიდობის თემაზე იმართება. დაგეგმილია მთავრობის მეთაურის ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერთან და გაერო-ს გენერალურ მდივანთან. პრემიერ-მინისტრი ნიუ-იორკში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.