პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე – ვიზიტის შეჯამება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ვიზიტი შეაჯამა. ირაკლი კობახიძის თქმით, ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში შედგა არაერთი შეხვედრა, ასევე დამატებით ორ მრგვალ მაგიდაზე ჰქონდა სიტყვის გამოსვლის შესაძლებლობა. მთავრობის მეთაურის თქმით, ვიზიტი წარმატებული იყო, სადაც ეროვნული ინტერესების სათანადოდ წარმოდგენა მოხერხდა.