პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

12:02, 20.09.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას. გენერალური ასამბლეის სესიის გენერალურ დებატებზე საქართველოს მთავრობის მეთაური სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა. ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს „მრავალმხრივი პარტნიორობის“ სამიტში და ფინეთის მიერ ორგანიზებულ მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში, რომელიც მშვიდობის თემაზე იმართება. ასევე დაგეგმილია მთავრობის მეთაურის ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებთან და გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიუ-იორკში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში: ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ლევან ჟორჟოლიანი არიან.

მსგავსი