პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე
გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარე, იგნასიო კასისს შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ თანამშრომლობაზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. მხარი გაესვა პოლიტიკური, ეკონომიკური, ხალხთაშორისი და საპარლამენტო კავშირების განვითარების პოზიტიურ დინამიკას.
ირაკლი კობახიძემ შვეიცარიას მადლობა გადაუხადა საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ისევე, როგორც ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. აღინიშნა შვეიცარიის, როგორც მედიატორის მნიშვნელოვანი როლი საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში.
საუბარი ასევე შეეხო ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის რანგში იგნასიო კასისის ვიზიტს საქართველოში, რომელიც ოქტომბერში იგეგმება. შეხვედრას, რომელიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში გაიმართა, საქართველოს პრემიერი X-ზე გამოეხმაურა.