პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე 

12:03, 23.09.2026

გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი შვეიცარიის ვიცე-პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთპატივისცემასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ თანამშრომლობაზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. მანამდე ირაკლი კობახიძე გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის გენერალური დებატების გახსნას დაესწრო. სიტყვით გამოვიდნენ გაერო-ს გენერალური მდივანი და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი.

სალომე ქოქიაშვილი თემის დეტალებით.

მსგავსი