პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე

21:13, 22.09.2026

ორ დღეში საქართველოს პრემიერი მსოფლიო ლიდერებს გაერო-ს ტრიბუნიდან მიმართავს. მთავრობის მეთაურის რანგში ირაკლი კობახიძე გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე მეორედ იმყოფება. გლობალური არასტაბილურობის ფონზე მშვიდობის შენარჩუნება და უსაფრთხოების დაცვა იყო აქცენტირებული ტექსტში, რომლითაც პრემიერ-მინისტრი მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტზე გამოვიდა. სამიტი გენერალური ასამბლეის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ იყო ორგანიზებული. პრემიერმა აქცენტი გააკეთა კონფლიქტების აცილების მნიშვნელობაზე, მრავალმხრივ პარტნიორობაზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე. სამშვიდობო პოლიტიკის ერთგულება და სამხრეთ კავკასიის რეგიონში დაკავშირებადობის გაძლიერება მთავარი გზავნილები იყო. ნდობის აღდგენა და ტრანსფორმაციის მართვა გაეროს გენერალური ასამბლეის წლევანდელი სესიის მთავარი თემაა. კონფლიქტების დასრულების და დაპირისპირების თანამშრომლობით შეცვლის აუცილებლობაზე ისაუბრა გამოსვლაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტმაც, რომელმაც დღევანდელი ვითარება მსოფლიოსთვის კრიტიკულად შეაფასა. რუსეთ-უკრაინის ომის, სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მძიმე მოვლენების და გაერო-ს ხშირი კრიტიკის ფონზე განსაკუთრებული ინტერესით ელოდნენ დონალდ ტრამპის გამოსვლას.

რა გზავნილებით წარდგა აშშ-ის პრეზიდენტი გაეროს ტრიბუნიდან – „მოამბე“ ნიუ-იორკიდან, სალომე ქოქიაშვილი აშუქებს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიას.

მსგავსი