პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე

12:01, 22.09.2026

დღეს ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის მაღალი დონის გენერალური დებატები იწყება. მსოფლიო ლიდერები უკვე ნიუ-იორკში არიან, მათ შორის არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი დელეგაციასთან ერთად. დელეგაციის შემადგენლობაშია საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი. ირაკლი კობახიძე გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით 24 სექტემბერს გამოვა. პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა უკვე მიიღო „მრავალმხრივი პარტნიორობის სამიტში“, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ გახსნა. საქართველოს მთავრობის მეთაურმა საერთაშორისო მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კონფლიქტების თავიდან აცილების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. პრემიერი სიტყვით გამოსვლისას ასევე შეეხო საქართველოსა და რეგიონში არსებულ ვითარებას. ირაკლი კობახიძე გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ასევე, თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა. სოციალურ ქსელ „იქსზე“, პრემიერი წერს, რომ შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორმხრივი თანამშრომლობის მზადყოფნა.

 სალომე ქოქიაშვილის ჩართვა ნიუ იორკიდან #მოამბე

მსგავსი