პრემიერ-მინისტრი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე

21:07, 24.09.2026

რამდენიმე საათში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაერო-ს ტრიბუნას დაიკავებს.

გენერალურ დებატებზე გამოსვლის ძირითადი მიმართულებები ცნობილია. ოკუპაცია, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული სიტუაცია, მშვიდობის და მრავალმხრივი პარტნიორობის მნიშვნელობა, დაკავშირებადობის გაძლიერება – ეს თემები იქნება მიმართვაში აქცენტირებული. გლობალური არასტაბილურობის, კონფლიქტების და ალტერნატიული სავაჭრო-სატრანსპორტო გზების ძიების ფონზე ყურადღება გამახვილდება იმ მასშტაბურ და სტრატეგიულ პროექტებზე, რომლებიც სწორედ დაკავშირებადობის და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის ასათვისებლად ხორციელდება. მშვიდობის შენარჩუნება, დიალოგი კონფრონტაციის ნაცვლად, მრავალმხრივი პარტნიორული ურთიერთობების დამყარება, საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა – ამ გზავნილებს აჟღერებენ მთავრობის მეთაური და საგარეო საქმეთა მინისტრი იმ ფორუმებზე, რომლებიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში ეწყობა. საერთაშორისო დღის წესრიგის რღვევის ფონზე სწორედ ნდობის აღდგენაა სესიის წლევანდელი თემა.

უკვე მეორედ პრემიერის რანგში გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე – სალომე ქოქიაშვილი ისაუბრებს ნიუ-იორკიდან.

მსგავსი