პრემიერ-მინისტრი გაერო-ს 78-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. მთავრობის მეთაური ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გენერალური დებატების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. სიტყვით გამოსვლამდე ირაკლი ღარიბაშვილი ასამბლეის გახსნის ცერემონიას დაესწრება. ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაცია ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებსაც გამართავს.