პრემიერ-მინისტრი გადადგა  

ორი წელი და ექვსი თვე პრემიერის პოსტზე – გიორგი კვირიკაშვილი გადადგა. ,,ვიყავი და ვარ გუნდური მოთამაშე, მაგრამ ვხედავ გუნდში განწყობებს” – ეს უკვე ყოფილი პრემიერის დღევანდელი სიტყვებია. მთავრობის ექსმეთაურმა დაადასტურა, რომ მმართველი გუნდის გუშინდელ შეხვედრაზე მასა და თანაგუნდელებს შორის აზრთა სხვადასხვაობა გამოიკვეთა.

გიორგი კვირიკაშვილმა არც ის უარყო, რომ ბოლო თვეებში პარტიის თავმჯდომარესთან სხვადასხვა საკითხზე უთანხმოება ჰქონდა. თანამდებობიდან წასვლამდე, პრემიერმა მისი მმართველობის დროს გატარებული რეფორმები შეაჯამა და ვრცლად ისაუბრა ქვეყნის მთავარ გამოწვევებზე.

ანა ბროლაძემ მოისმინა პრემიერ-მინისტრის რანგში გიორგი კვირიკაშვილის ბოლო გამოსვლა.