პრემიერ-მინისტრი ფოკაში
ფოკაში იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრიც. მთავრობის მეთაური უწმინდესთან და წმინდა სინოდის წევრებთან ერთად წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში მივიდა. პრემიერი მონასტრის წინამძღვარს, იღუმენია ელისაბედს შეხვდა და დღევანდელი დღე მიულოცა. დღესვე ირაკლი კობახიძემ მთავრობის წევრებთან ერთად ახალქალაქის მიქაელ მთავარანგელოზის ტაძრის მუზეუმი დაათვალიერა. პრემიერ-მინისტრს და პატრიარქს სამღვდელმთავრო რეზიდენციაში უმასპინძლა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა. ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები მთავრობისა და საპატრიარქოს კოორდინაციით გაიმართება – მომზადებულია კულტურულ-საგანმანათლებლო პროგრამა, გაიმართება სამეცნიერო კონფერენციები და სტუდენტური ექსპედიციები. საიუბილეო ღონისძიებები სვეტიცხოვლობამდე გაგრძელდება.