პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე

12:16, 17.05.2025
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ალბანეთში ვიზიტი დაასრულა. ტირანაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე 50-მდე ქვეყნის ლიდერები ერთ სივრცეში იყვნენ შეკრებილები. ტირანაში იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელსაც რამდენიმე ლიდერთან პირადად გასაუბრების საშუალება მიეცა – მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტთან. პრემიერი ამბობს, რომ გარკვეული შეზღუდვების შემდეგ, ევროპელი პარტნიორებისგან საქართველოს ხელისუფლებასთან ურთიერთობის ინტერესი გაზრდილია.
პარალელურად, მთავრობის მეთაურმა მრგვალი მაგიდის ფორმატში მიმდინარე თემატურ დისკუსიაშიც მიიღო მონაწილეობა. როგორც წინასწარ იყო დაანონსებული, პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო პლატფორმა ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაზე საუბრისთვის გამოიყენა.

მსგავსი