პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე

15:03, 16.05.2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ალბანეთშია – ირაკლი კობახიძე ტირანაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიწვევით იმყოფება, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში იღებს მონაწილეობას. რიგით მეექვსე კონფერენციაზე 50-მდე ქვეყნის ლიდერები და ევროპული და საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელები შეიკრიბნენ. განსახილველი თემებია – ევროპის უსაფრთხოება, ეკონომიკური და ენერგეტიკული მდგრადობა, ასევე არალეგალური მიგრაცია.. საქართველოს პრემიერი დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას, რომლის მთავარი თემაც ევროპის უსაფრთხოება და დემოკრატიული მდგრადობაა.

ტირანაშია ჩვენი ჟურნალისტი სალომე ქოქიაშვილი, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება – როგორც ვიცით, სამიტი უკვე გაიხსნა.

მსგავსი