პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე

12:04, 16.05.2025

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიწვევით, მონაწილეობას მიიღებს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში, რომელიც დღეს ალბანეთის დედაქალაქში გაიმართება. ევროპული გაერთიანების რიგით მეექვსე კონფერენციაზე 50-მდე ქვეყნის ლიდერები და ევროპული და საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელები შეიკრიბებიან და იმსჯელებენ ევროპის უსაფრთხოებაზე, ეკონომიკურ და ენერგეტიკულ მდგრადობაზე და არალეგალურ მიგრაციაზე.

სამიტის ფარგლებში ყურადღება დაეთმობა ასევე ინოვაციების, ციფრული ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების სწრაფ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს. სამიტი პლენარული სესიით გაიხსნება. დაგეგმილია თემატური დისკუსიები მრგვალი მაგიდის ფორმატში.

ირაკლი კობახიძე მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა ევროპის უსაფრთხოება და დემოკრატიული მდგრადობა. ტირანაშია „მოამბის“ ჟურნალისტი სალომე ქოქიაშვილი – უფრო დეტალურად, რა სამიტია ეს და როგორია დღის წესრიგი?

მსგავსი