საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას კიდევ ერთ საერთაშორისო პლატფორმაზე განიხილავენ.
პრემიერი ირაკლი კობახიძე ალბანეთში გაემგზავრა. დაგეგმილია მონაწილეობა ევროპული გაერთიანების სამიტში მონაწილეობა და თემატურ დისკუსიაში ჩართვა, რომელიც ევროპულ უსაფრთხოებას შეეხება. მთავრობის მეთაური არც ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს და ამისთვის არაფორმალური ფორმატების გამოყენებას გამორიცხავს, რის საშუალებასაც სამიტის ფორმატი იძლევა. ევროკავშირთან დაძაბული ურთიერთობის და დიალოგის შეჩერების ფონზე ვიზიტს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ევროპული გაერთიანების რიგით მეექვსე შეხვედრა ასეა დასათაურებული: „ახალი ევროპა ახალ მსოფლიოში, ერთობა – თანამშრომლობა – ერთობლივი მოქმედება”. ბუნებრივია, საინტერესოა, რა გზავნილებით ჩადის ალბანეთში პრემიერ-მინისტრი. უკვე ცნობილია, რომ ერთ-ერთი მთავარი გზავნილი საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულების ხაზგასმა იქნება, რაც მმართველი გუნდის ლიდერთა ბოლოდროინდელ რიტორიკაში ყოველთვის აქცენტირებულია.
„მოამბე“ ტირანადან.