პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე

12:01, 12.11.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში იღებს მონაწილეობას. დღეს ირაკლი კობახიძე მეცხრე სამიტის გახსნით პლენარულ სესიას დაესწრება, ასევე მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატის პანელურ დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაც დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფაა. დუბლინში 50-მდე ქვეყნის ლიდერები არიან შეკრებილები. სამიტზე იმყოფებიან საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებიც. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირლანდიაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

სალომე ქოქიაშვილის ჩართვა დუბლინიდან #მოამბე

მსგავსი