პრემიერ-მინისტრი EPC-ის სამიტზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დუბლინში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ირაკლი კობახიძე დღეს სიტყვით გამოვა. ის ევროპის არქიტექტურაში საქართველოს როლზე გაამახვილებს ყურადღებას. 12 ნოემბერს კი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, დაესწრება სამიტის გახსნით პლენარულ სესიას, ასევე ჩაერთვება მრგვალი მაგიდის ფორმატის პანელურ დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა.
სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.