პრემიერ-მინისტრი დუბლინში EPC-ის სამიტზე 

12:15, 11.11.2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დუბლინში EPC-ის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ირაკლი კობახიძე დღეს სიტყვით გამოვა საერთაშორისო და ევროპულ საქმეთა ინსტიტუტში დაგეგმილ დისკუსიაზე და ევროპის არქიტექტურაში საქართველოს როლზე ისაუბრებს. 12 ნოემბერს კი პრემიერი, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან ერთად, სამიტის გახსნით პლენარულ სესიას დაესწრება, ასევე მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის ფორმატის პანელურ დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა დემოკრატიული ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის უზრუნველყოფა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირლანდიაში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.

მსგავსი