პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე

პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია მაღალი დონის პოლიტიკური შეხვედრები, ასევე მოლაპარაკებები ბიზნესლიდერებთან და მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელებთან. შეხვედრების ერთ-ერთი მთავარი თემა და მიზანი, საქართველოში დამატებითი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა იქნება.