პრემიერ-მინისტრი ბეშუმში

პრემიერ-მინისტრი ბეშუმში ჩავიდა, სადაც ადგილობრივებსა და რეგიონის სტუმრებს, შუამთობის სახალხო დღესასწაული მიულოცა.

ღონისძიებებზე დასწრებასთან ერთად, მამუკა ბახტაძეს მედიის შეკითხვებზეც მოუწია პასუხის გაცემა. მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელს, იმ მიმდინარე გამოძიების შესახებაც ჰკითხეს, რომელთან დაკავშირებითაც პროკურატურას შეკითხვები, ყოფილ მაღალჩინოსნებთან,  ზურაბ ალავიძესთან და დიმიტრი ქუმსიშვილთანაც ჰქონდა.  პრემიერმა განაცახდა, რომ  კანონის წინაშე ყველა თანასწორია და შეკითხვის არსებობის შემთხვევაში, მას პასუხი უნდა გაეცეს.

რაც შეეხება საგამოძიებო უწყების განმარტებას, პროკურატურაში ამბობენ, რომ ალავიძე და ქუმსიშვილი ბოლო პერიოდში უწყებაში არ დაუბარებიათ, დაწყებული გამოძიება კი ჯერ ისევ მიმდინარეობს.