პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანის განათლების მინისტრს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის განათლების მინისტრს შეხვდა. განიხილეს განათლებისა და მეცნიერების სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების საკითხები. ხაზი გაესვა, რომ ქართული მხარე კვლავ გააგრძელებს მუშაობას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების, ასევე საქართველოს აზერბაიჯანულენოვანი სკოლებისა და აზერბაიჯანის ქართულენოვანი სკოლების სახელმძღვანელოების მიმართულებით. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩიც ესწრებოდნენ.