პრემიერ-მინისტრი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს შეხვდა

საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე, ამერიკის მხარდაჭერა არასდროს მოაკლდება, – ეს არის მთავარი გზავნილი ვაშინგტონიდან, სადაც ცოტა ხნის წინ, საქართველოს პრემიერის და ამერიკის სახელმწიფო მდივნის შეხვედრა დასრულდა.

მაიკ პომპეომ  საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლისთავი შეაჯამა და ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთის უკანონო შეჭრის ფონზე, საქართველომ ამ ათი წლის განმავლობაში, გამორჩეული სიმტკიცე გამოავლინა.ნატოზე საუბრის დროს ამერიკელმა მაღალჩინოსანმა თქვა, რომ საქართველომ ორგანიზაციის ასპირანტი მოკავშირის რანგში ლიდერის როლი იკისრა. პომპეომ საქართველოს, საერთაშორისო ტურისტული დანიშნულების ადგილი და ამერიკის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი უწოდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ახლა დონალდ ტრამპის მრჩეველთან შესახვედრად ემზადება.

„მოამბე“ ვაშინგტონიდან, – მარიამ ცარელაშვილი გვეტყვის, რა განცხადებები გაკეთდა მედიისთვის.