პრემიერ-მინისტრი აშშ-ის პრეზიდენტის მიღებაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი 22 სექტემბერს ნიუ იორკში, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ოფიციალურ მიღებას დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, ოფიციალური მიღება გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად გაიმართა. ირაკლი კობახიძე აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა. ირაკლი კობახიძე, ვიზიტის ფარგლებში, სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერს და გაერო-ს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშს შეხვდა.