პრემიერ-მინისტრი ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე
ანტალიის დიპლომატიის ფორუმი ოფიციალურად გაიხსნა. მონაწილეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრიც იღებს. სამი დღის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები გეოპოლიტიკურ დაძაბულობაზე, საერთაშორისო უსაფრთხოებაზე, ეკონომიკურ პროცესებსა და მრავალმხრივი ურთიერთობების მომავალზე იმსჯელებენ. დაგეგმილია ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლა ლიდერთა პანელურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა მომავლის განსაზღვრა და რისკების მართვა. ვიზიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებიცაა დაგეგმილი. ირაკლი კობახიძესთან ერთად ანტალიაში იმყოფება საგარეო საქმეთა მინისტრი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
თამუნა წიკლაურის ჩართვა #მოამბე