პრემიერ-მინისტრი ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე 

21:14, 17.04.2026

საერთაშორისო პლატფორმა, რომელიც უსაფრთხოების მზარდი გამოწვევების და გლობალური დაძაბულობის ფონზე განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს – დიპლომატიის როლზე სასაუბროდ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები თურქეთში არიან შეკრებილები.

ანტალიის დიპლომატიურ ფორუმში უკვე მეორედ მონაწილეობს საქართველო. მშვიდობის, უსაფრთხოების და ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა ეს სამი მიმართულება დაასახელა პრიორიტეტად პანელურ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლის დროს საქართველოს პრემიერმა. იყო გზავნილები არაფორმალური ძალების ნეგატიურ გავლენებზე, გარე ჩარევებზე, უხეშ პოლიტიკურ ინტერესებზე და სუვერენიტეტის წინააღმდეგ გარედან დაგეგმილ ქმედებებზე. მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ევროკავშირთან დღევანდელ ურთიერთობაზეც. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მშვიდობისთვის დიპლომატიური ინსტრუმენტების და პრაგმატული პოლიტიკის გამოყენების აუცილებლობაზე. ხაზგასმული იყო სომხეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან მჭიდრო თანამშრომლობა და წარსულის გამოწვევების შემდეგ ახლო რეგიონული კავშირები. ფორუმს პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად დიპლომატები, აკადემიური წრეების და ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებიან.

 

მსგავსი