პრემიერ-მინისტრი ამბროლაურში

სახელმწიფო ბიზნესის დაწყების მსურველი მოქალაქეებისთვის ახალ პროექტს იწყებს. „სახელმწიფო შენი პარტნიორია“ – ასე ჰქვია პროგრამას, რომლის მიხედვით, მოქალაქეებს რეგიონებიდან თბილისში ჩამოსვლა აღარ მოუწევთ და ისინი ამომწურავ ინფორმაციას საქართველოს მასშტაბით არსებულ საზოგადოებრივ ცენტრებში მიიღებენ.

ახალი პროექტი დღეს პრემიერ-მინისტრმა ამბროლაურის მოსახლეობას წარუდგინა.