პრემიერ-მინისტრი აჭარაში 

ბათუმში ახალი მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა იწყება.

სასტუმრო „ორბი კონტინენტალი“ ზღვისპირა ქალაქის მომავალ სავიზიტო ბარათად ცხადდება. ეს იქნება 55 და 37-სართულიანი ორი ცათამბჯენისგან შემდგარი კომპლექსი, რომელიც ბულვარში განთავსდება. საინვესტიციო თანხა 300 მილიონი დოლარია. მშენებლობაზე 1 500 ადამიანის დასაქმება იგეგმება. სიახლეა ბათუმის აეროპორტის განახლებაც, რომელიც დღეს პრემიერმა მთავრობის წევრებთან ერთად დაათვალიერა. ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის რეაბილიტაციის და საჰაერო ხომალდების სადგომების რაოდენობის გაზრდის შემდეგ არსებობს აეროპორტის შემდგომი გაფართოების გეგმაც.

დაგეგმილი და დასრულებული პროექტები აჭარაში – ნახეთ მერაბ წულუკიძის და მარიამ ბერძენიშვილის რეპორტაჟი.