ბათუმში „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის ახალ ეტაპს ჩაეყარა საფუძველი. ღონისძიებაში სიმბოლურად მონაწილეობა მიიღო ირაკლი კობახიძემ. გეგმის მიხედვით, აშენდება ცხრა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, რომელშიც 1 077 ოჯახი მიიღებს ბინას.
პრემიერ-მინისტრის აჭარაში ვიზიტის ფარგლებში, დღესვე ბათუმში გაიხსნა ყინულის მოედანი. ყინულის სასახლე ბათუმში განკუთვნილია 1 500 მაყურებლისთვის. სწორედ ამ სასახლეში გაიმართება ახალგაზრდული ზამთრის ფესტივალი, რომელიც ხვალ დაიწყება. კომპლექსი ყინულის არენასთან ერთად, საცურაო აუზსაც მოიცავს, რომელიც ფუნქციონირებას წლის ბოლომდე დაიწყებს. პროექტის ჯამური ღირებულება 530 მილიონ ლარს შეადგენს.