„პრაიდის კვირეული“ - პრეზიდენტის განცხადება

პრეზიდენტი შესაბამის უწყებებს პრაიდფესტივალის უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველყოფას სთხოვს. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და ნებისმიერი რამ, რაც ამ პრინციპს ეწინააღმდეგება, მიუღებელია, – ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გარცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.

დაუშვებელია ძალადობა და ძალადობრივი ჯგუფების წახალისება, წერს ზურაბიშვილი და აცხადებს, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციით არის გარანტირებული. პრეზიდენტის დავალებით, „პრაიდის“ ფესტივალს დაესწრება პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში“, – ვკითხულობთ განცხადებაში.