8 ივლისის ღონისძიებასთან დაკავშირებით, გვიან ღამით სოციალურ ქსელში იპოდრომის ტერიტორიის ერთ-ერთმა მეწილემ განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ ტერიტორიაზე პრაიდფესტივალის ჩატარებას ვერ დაუშვებენ. მაია ტაბაღუა წერს, რომ უსაფრთხოების დაცვის გეგმების მიუხედავად, საფრთხე დიდია და მოდის ჯგუფებისგან, რომელთა მოქმედებებზე პასუხისმგებლობას ვერავინ აიღებს. გასულ წლებში მიღებული მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, აბსოლუტურად ყველა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, იქნება ეს დამსწრე, მონაწილე, ორგანიზატორი, გარეთ მყოფი, თუ უბრალოდ გამვლელი, ვერ ჩავაყენებთ საფრთხეში. ჩვენ არ გვინდა, ირიბად ვიყოთ „მასპინძელი” ამ მოსალოდნელი, უკანონო, უსამართლო საფრთხისა, რაც არსებობს. ვთხოვ, ძალოვან სტრუქტურებს, დაიცვან კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორია და თითოეული ადამიანის უსაფრთხოება“, – წერს მაია ტაბაღუა.