ბუდაპეშტში ლგბტქ უფლებების მხარდასაჭერად ათიათასობით ადამიანმა მსვლელობა გამართა, მონაწილეებს – ჯარიმა, ორგანიზატორებს კი ერთწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. პოლიციის აკრძალვისა და ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მხრიდან გაფრთხილების მიუხედავად, მოქალაქეები უნგრეთის დედაქალაქის ქუჩებში მაინც გავიდნენ. ორგანიზატორების განცხადებით, პრაიდში 200 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. მსვლელობას მხარდაჭერა 30-ზე მეტმა საელჩომ გამოუცხადა. სპეციალურად ამ დღისთვის უნგრეთში ჩავიდა თანასწორობის საკითხებში ევროკომისარი ჰაჯა ლაჰბიბი და ევროპარლამენტის დაახლოებით 70 წევრი. გავრცელებული ინფორმაციით, მსვლელობამ ინციდენტების გარეშე ჩაიარა.