პრაიდი ბუდაპეშტში

18:24, 28.06.2026

უნგრეთის ხელისუფლებაში პეტერ მადიარის მთავრობის მოსვლის შემდეგ პირველად პრაიდი ოფიციალურად ჩატარდა. ბუდაპეშტის ქუჩებში მსვლელობა გაიმართა, რომელშიც 10 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მთავრობამ გასულ წელს პრაიდის ჩატარებაზე შეზღუდვები დააწესა. აკრძალვა მას შემდეგ გაუქმდა, რაც არჩევნებში პეტერ მადიარის პარტიამ გაიმარჯვა. აქციის მონაწილეების თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებების შემდეგ განწყობა გაცილებით ოპტიმისტურია, განსაკუთრებით კი შვილების აყვანისა და ქორწინების უფლებებთან დაკავშირებული მოლოდინის გამო. პრაიდში მონაწილეები იმედს გამოთქვამენ, რომ მადიარის მთავრობის პირობებში თანაბარი უფლებების მიმართულებით ცვლილებები განხორციელდება.

ბუდაპეშტში გამართულ პრაიდს მიესალმება ევროკომისიის პრეზიდენტი. ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, უნგრეთის ლგბტქ+ თემს საბოლოოდ შეუძლია ჩაატაროს მსვლელობა შიშის გარეშე, რითაც დღეს მთელი ევროპა ამაყია.

მსგავსი